პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

20 დეკემბერი 2021, 18:18 927 ნახვა

ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა  ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით. საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ლიდერების შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში