რა ეტაპზეა ეროვნული თანხმობის ინიციატივა?

21 დეკემბერი 2021, 12:19 825 ნახვა

ეროვნულ შეთანხმებამდე მისაღწევად შეხვედრები გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი ცალკეულ დეპუტატებთან შეხვედრებს აგრძელებს. მოლაპარაკების მაგიდას დღეს სალომე სამადაშვილი  შეურთდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას დღეს  სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გეგმავენ.  გუშინვე გაავრცელა  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება , რომელშიც ნათქვამია, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში