გერმანია-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება

21 დეკემბერი 2021, 12:32 958 ნახვა

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ბერლინის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწყებაში გერმანიის ელჩი დაიბარეს და განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანული მხარის მიერ განხორციელებულ ქმედებების საპასუხოდ მიიღეს.  შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, გერმანიის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 56 წლის ვადიმ კრასიკოვს, რომელმაც 2019 წელს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში