საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ხვდება

21 დეკემბერი 2021, 13:15 997 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მეორე დღეა ხვდება. 

''ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ შეიმუშაოს ერთი მხრივ არქიტექტურა ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან საუბარი იყო მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 

სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ფრაქცია, „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივაც გააცნო, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის მიღებას გულისხმობს. 

''ჩვენ დღეს უბრალოდ ვრცლად, თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მე როგორ ვხედავ შესაძლო განვითარებას, ვისაუბრეთ საფრთხეებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, უმძიმესი ვითარება გვაქვს ყველა ვხედავთ. ამ ეტაპზე ხდება ინტელექტუალური მოთელვა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პროცესი, რომელიც მართლა იქნება ამ ქვეყნისთვის გამოსავალი, იმიტომ, რომ აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ მარტო გადაწყვეტილებები უნდა მოვძებნოთ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ყველას გვესმის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი არა, უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ასევე ზოგადად, თამაშის წესები, რომელიც ტოვებს განცდას, დიდ ნაწილში საზოგადოების, რომ პოლიტიკური თამაშის წესები არის უსამართლო და ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ სამართლიანი წესებით ასე ვთქვათ, შევიდეთ პოლიტიკურ პროცესში'' - განაცხადა ზამადაშვილმა

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში