გახარიას საპარლამენტო გუნდის ბრიფინგი

21 დეკემბერი 2021, 14:57 975 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის'' მორიგი ბრიფინგი, რომელიც  ამჯერადაც  მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხება. ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ისინი ითხოვენ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც   მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტის საკრებულოების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას.  როგორც პარტიაში აცხადებენ, პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა გასცეს დადებითი დასკვნა კანონპროექტის შესახებ და დაადასტურეს  კანონპროექტის უხარვეზობა, პარლამენტის თავმჯდომარემ და "ოცნების" დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს მათ მოთხოვნას, რომ დაჩქარებული წესით დაწყებულიყო ამ კანონპროექტის განხილვა.  აცხადებენ, რომ  ისინი მმართველ გუნდს  საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების უფლებას არ მისცემენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში