პრეზიდენტის პოლიტიკური შეხვედრები

21 დეკემბერი 2021, 19:43 1616 ნახვა

პრეზიდენტის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ეროვნული შერიგების იდეასა და დიალოგის პერსპექტივებს ეხება სალომე ზურაბიშვილმა "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უმასპინძლა. მოლაპარაკებები ინდივიდუალურ რეჟიმში დილიდან მიმდინარეობს. "ლელომდე" სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "გირჩის" ლიდერები იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიღო. მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში თანხვედრის და შეთანხმების წერტილები გაჩნდეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში