პატივს ვცემ და მივესალმები იმ პროცესს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო - ნიკა მელია

21 დეკემბერი 2021, 20:17 765 ნახვა

მივესალმებით ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუ იოტისოდენა შანსი არსებობს თანხმობის, ამ პროცესში წვლილი შევიტანოთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, აქციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იოტისოდენა შანსი თუ არსებობს თანხმობისა, ამ პროცესში პოზიტიური როლი ვითამაშოთ და წვლილი შევიტანოთ, რადგან ძმათა მკვლელი ომი და დაპირისპირება არავის აწყობს, გარდა რეჟიმისა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში