"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობას იწყებენ

22 დეკემბერი 2021, 00:09 1223 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის ნიშნად პარტიის მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ.

ამ დროის მონაცემებით, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პროტესტს უერთდებიან პოლიტიკოსები: ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბარამიძე.

ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება. 

მელიას თქმით, შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს, თუმცა, ამ ეტაპზე პროტესტს 300-ზე მეტი ადამიანი უერთდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში