მასობრივი შიმშილობა - შეფასებები

22 დეკემბერი 2021, 11:57 1023 ნახვა

შიმშილობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილისთვის შედეგის მომცემი ვერ იქნება. მიაჩნიათ, რომ პროტესტის მიზეზად ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემები უნდა აერჩიათ. შეუთავსებელია ერთი მხრივ მონაწილეობდე ეროვნული თანხმობის პროცესში და პარალელურად დგამდე რადიკალურ ნაბიჯებს-ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიერ  მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ამ პროცესს ისინი სკეპტიკურად უყურებენ და თვლიან, რომ არასერიოზული გადაწყვეტილებაა და განწირულია კრახისთვის. ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად რადიკალური ქმედებები აუცილებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში