საქართველოში უამინდობა მომდევნო 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

22 დეკემბერი 2021, 15:30 4636 ნახვა

დღეს საღამოს დასავლეთ საქართველოში წვიმას ყველგან თოვლი შეცვლის, მთასა და მაღალმთაში შენარჩუნდება თოვლი და ქარბუქი, ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დაბლობში +1 გრადუსი იქნება.  

აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ გაგრძელდება ძლიერი ქარი და მცირე ნალექი. 

ზღვაზე შტორმი 4-5 ბალი ხვალ საღამომდე იქნება.

უამინდობა საქართველოში მომდევნო 2 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდი 24 დეკემბრის შუადღის საათებში გამოვა და 25-26 დეკემბერს მზიანი ამინდი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში