პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

22 დეკემბერი 2021, 16:19 1294 ნახვა

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; რეკლამის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საგადასახადო კოდექსში.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა,  ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტით, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება. აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.

აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება მედიაში მარტიდან აიკრძალება. ''ქართული ოცნების'' წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლების თხოვნით მიიღეს.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი იზრდება.

ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში