სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე

23 დეკემბერი 2021, 15:08 1295 ნახვა

სასამართლო პროცესი ბრალდებულისა და საქმის მთავარი ფიგურანტის გარეშე.  თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მსჯელობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ შუამდგომლობაც.  7 ნოემბრის საქმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" დასკვნა მტკიცებულების სახით დაერთო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ასევე, სასამართლო პროცესზე განიხილეს 7 ნოემბრის დარბევის კადრები, სადაც დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ პოლიციის მხრიდან იყო გაფრთხილება აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს. პროკურორის თქმით, კი სააკაშვილის ბრძანებით მოხდა ადამიანების დარბევა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში