ხულოში შიდა სასოფლო გზების ნაწილი ისევ ჩაკეტილია 

24 დეკემბერი 2021, 10:45 1392 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში შიდა სასოფლო გზების ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. ხულოში ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების უმეტესობა კი გაწმინდეს.

ლიპყინულის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.

ელექტროენერგიას სოფლების ნაწილს არ მიეწოდება. 

სააღმზრდელო პროცესი განახლდა საბავშვო ბაღებში. სკოლებში კი სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში