ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ

24 დეკემბერი 2021, 12:01 923 ნახვა

დღეს ბათუმის მერთან შეხვედრას ისევ ითხოვდნენ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ქალაქის მერთან საუბარი 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ სურდათ. ოპოზიციამ 30 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც დაანონსა. მერიის უსაფრხთოების სამსახურმა ოპოზიციას მერის კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი განუცხადეს,  რომ არჩილ ჩიქოვანი შენობაში არ იმყოფება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში