სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

26 დეკემბერი 2021, 19:21 1434 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას, მოუწოდებენ შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის-მესამე სექტრომა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდეს , პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.ქართულ ოცნებაში აცხადებენ,  რომ მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში