მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თანხების გაფლანგვის საქმეზე

27 დეკემბერი 2021, 18:32 1087 ნახვა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დასწრებია. მხარემ შუამდგომლობები დააყენა. ადვოკატებს ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა სურდათ, რადგან მათი თქმით, ის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დაადასტურებდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, ე.წ. საიდუმლო წესით თანხების ჩამოწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც ხდებოდა. ანზორ ჩუბინიძე სხდომაზე პროცესს არ დასწრებია, რადგან მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მომდევნო სხდომა 26 იანვარს არის ჩანიშნული.დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში