რეფორმა თუ ინსტიტუტის დასჯა - რატომ უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

27 დეკემბერი 2021, 19:40 988 ნახვა

დაჩქარებული წესით განხილვა მაინც შედგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დიდი ალბათობით ახალ წელს გაუქმებული შეხვდება, ბიურომ ინიციატივა რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ოპოზიცია,სახალხო დამცველი, მესამე სექტორი, სახელმწიფო ინსპექტორი და თავად გაეროც კი მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსტიტუციის ასე მოულოდნელად გაუქმება, რადგან უწყება მნიშვნელოვან ფუნქციებს ატარებდა. ოპოზიციაში იმასაც აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკურია და ლონდა თოლორაია ისჯება „თამამი“ გადაწყვეტილებისთვის, რასაც გამორიცხავენ ქართულ ოცნებაში და აღნიშნავენ, რომ ახალი კანონპროექტი უფრო გააძლიერებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის მექანიზმებს და ჩამოყალიბდება უფრო უკეთესი რამ, ვიდრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში