სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი-საკომიტეტო განხილვები დაიწყო

28 დეკემბერი 2021, 11:54 1005 ნახვა

არადემოკრატიული და სადამსჯელო პროცესი, რეფორმის სახელით შეფუთული  ინიციატივა-ასეთი განცხადებები ისმის ბოლო ორი დღეა  ოპოზიციისგან უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს   ეხება. ხელისუფლების ოპონენტების აზრი უცვლელია, რომ ეს კანონპრექტი არის ღია გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით-რომ დაისჯებიან.  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები და მათი თანაგუნდელები კი აცხადებენ, რომ  ცვლილებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსაუხრი არ უქმდება და იქნება ორი სხვადასხვა სამსხური, იმისთვის, რომ ფუნქციები გაიმიჯნოს.  ცოტა ხნის წინ დატოვა საკანონმდებლო ორგანო კელი დეგნანმა, რომელიც უმრავლესობის წევრებს შეხვდა.  სწორედ საერთაშორისო   თანამეგობრობას სთხოვდა დაინტერესებას  ლონდა თოლორაია, რომელიც ასევე იმყოფება პარალმენტში, სადაც ბიუროს სხდომა ჩაიშალა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში