სოფლის განვითარების საბჭოს სხდომა

28 დეკემბერი 2021, 12:32 1145 ნახვა

სოფლის განვითარების საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა ბათუმში. შემაჯამებელ შეხვედრაზე სოფლის განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმასა და მომდევნო წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს. აჭარა სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საბჭოს მუშაობაში ყველა სამთავრობო უწყებაა ჩართული და ერთობლივად განიხილავენ საბიუჯეტო პროგრამებს, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვისაა განკუთვნილი. გიორგი სურმანიძის თქმით, მომდევნო წელს 3 მილიონამდე იზრდება სოფლის მეწარმეობის განვითარების ბიუჯეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერები. მათი თქმით, სოფლებს ტურიზმის ხელშეწყობა და ფერმერების მხარადჭერა სჭირდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში