შეხვედრა მოსახლეობასთან

28 დეკემბერი 2021, 12:42 856 ნახვა

შეხვედრა მოსახლეობასთან მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. ჩაქვში მოსახლეობის მოთხოვნაა დახურული სანიაღვრე არხისა და სარეკრეაციო, მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა  ბერიძისა და ბაღის ქუჩების რეაბილიტაცია, თამარ მეფის გამზირზე კი ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში