სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბედი

28 დეკემბერი 2021, 19:46 1155 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი ინიციატივის უკან გაწვევასა პარალელურად და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. საკანონმდებლო ორგანო კი დაჩქარებული წესით განაგრძობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას. მას მხარი დაუჭირეს, ადამიანის უფლებებისა და პროცედურულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომააზე, თუმცა ამას წინ უძღოდა ხმაური.პროექტს სამსახურის დასჯად აფასებს  სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაიამ სხდომა დასრულებამდე დატოვა. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას მოითხოვს. საკითხი ახლა იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, ხვალ კი  კენჭისყრა იგეგმება. „ქართული ოცნება“ამბობს, რომ  სამსახური არ უქმდება და კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის ხარისხით იქმნება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში