ქედის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი 2021, 14:48 927 ნახვა

ქედის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი18 მილიონ ლარს შეადგენს. 5 მილიონი გათვალსიწინებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების გარდა გათვალისიწნებულია დანდალოს და წონიარისის კულტურის სახლების რემონტი და   ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმისთვის ინვენტარის შეძენა. მომავალ წელს 300 ათასი ლარია გამოყოფილი სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისთვის. დოკუმენტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება  წყლის სისტემებსაც. დაფინანსება ეზარდა ჯანდაცვის სფეროს და ემატება ერთი ახალი პროგრამა.  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 42 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტი გაზრდილი სახელფასო ფონდის გამო დაიწუნეს  და სხდომა დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ ბიუჯეტი ხალხის საჭიროებებს მორგებული არაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში