სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი-განხილვა პარლამენტში

29 დეკემბერი 2021, 17:42 1175 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემთხვევაში თანამშრომლები სამუშაო ადგილებს არ დაკარგავენ. გარანტიებზე დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსს, თქვა, რომ ლონდა თოლორაიას პრემიერმა სხვა პოსტი უკვე შესთავაზა.  ვიდრე ამ ადამიანების დასაქმების საკითხი გადაწყდება,  მანამდე დეპუტატები,  როგორც უკვე  იცით, დაჩქარებული წესით განიხილავენ  თოლორაიას უწყების გაუქმებას. სამივე მოსმენა ამ კვირაში უნდა გაიმართოს, ანუ სავარაუოდოდ ამ კვირაშივე იქნება გადაწყვეტილება, რასაც ოპოზიცია მავნებლურს და საშიშს უწოდებს.  ოპოზიციის რჩევებს მმართველი გუნდი თითქმის არ ითვალისწინებს, მაგალითად დღეს პარტია ლელოს ალტერნატიული საკანომდებლო ინიციატივა არ დაარეგისტრირა ბიურომ. ოპოზიციის წინააღმდეგობის გარდა, შეშფოთება გამოთქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში,  კელი დეგნანის მსგავსი პოზიცია აქვს  ბრიტანეთის ელჩსაც. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში