სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი

30 დეკემბერი 2021, 17:36 1214 ნახვა

სულ ცოტა ხანში გაირკვევა, დაუჭერენ თუ არა ოცნების დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს  და  დამტკიცდება თუ არა კანონპროექტი.  კანონპროქტი  მესამე მოსმენისთვის  მზადაა, კენჭისყრა სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.  ამ დრომდე კი არაერთი ორგანიზაცია, დიპლომატები, ქვეყნის პრეზიდენტი და სახალხო დამცველი, ცალკეული ევროპარლამენტარი და ოპოზიცია პროცესის შეჩერებას ითხოვენ. თავად ლონდა თოლორაიას, რომელიც ჯერ კიდევ  მოქედ უწყებას ხელმძვანელობს, აქვს  მოლოდინი , რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ,,ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება - ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს“- აცხადებს  ევროდეპუტატი ვიოლა ფონ  კრამონი.  საქართველოში ჩეხეთის ელჩიც ეხმაურება კანონპროექტს, დიპლომატისთვის დაწყებული პროცესები საგანგაშოა. პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს რეფორმის ჩატარების მიზნით ფართომასშტაბიანი კონსულტაციები გამართოს სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. არასამტავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში