ჩემი ბრძოლის ხალისი იზრდება, შეტევის დრო სულ მალე დადგება - მიხეილ სააკაშვილი

30 დეკემბერი 2021, 23:36 994 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ახლა მხნედ და ოპტიმისტურადაა.

"რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. 

ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. 

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ", - წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში