პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა

31 დეკემბერი 2021, 11:43 909 ნახვა

პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკა მოჰყვა. ლონდა თოლორაიას შეფასებით პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც მისი თქმით,  გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონის დაცვით იღებდა და მას არავის უთანხმებდა. იგი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს, თუმცა პარლამენტს მისი დაძლევა შეუძლია.  სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, კანონი პარლამენტმა 4 დღეში მიიღო, მაშინ როცა  2 წელზე მეტია თაროზეა შემოდებული  ევროპული კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და  არცერთი ევროპული მუხლი იმპლემენტირებული არ არის. ლონდა თოლორაია  ქართული ოცნების დეპუტატების გადაწყვეტილებას  საშიში გზავნილად მიიჩნევს დამოუკიდებელი უწყებებისა და საჯარო მოხელეებისათვის. საქართველოს პარლამენტრის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ  ინსტიტუტი ძლიერდება და ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყება  იქმნება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო. კანონს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-ი წინააღმდეგი იყო.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში