ნატო-მ საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს-რასმუსენი

03 იანვარი 2022, 18:29 1171 ნახვა

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული პირობა წევრობასთან დაკავშირებით უნდა შეასრულოს. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა  გავლენიან გამოცემა „პოლიტიკოში“  გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა. "დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი", - წერს რასმუსენი.  ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უნდა დასრულდეს პუტინის დეფაქტო ვეტო უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში