ვინ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას?

04 იანვარი 2022, 14:39 932 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი მისი საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოძიებას ითხოვს, რომლის შექმნის შესახებაც ულტიმატუმი გუშინ გააჟღერა.

შეიქმნება თუ არა კომისია, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რადგან 50 დეპუტატის  ხმაა საჭირო, ამდენი კი ენმ-ს არ აქვს. ანუ, ახლა დღის წესრიგშია ოპოზიციის ერთიანობა.

ლელოს პოზიცია ცნობილია, რომ მხარს უჭერენ ამ ინიციატივას, მაგრამ უარს ამბობს  პარტია ,,საქართველოსთვის,“  თან მაშინ, როცა  ანა ბუჩუკურის თქმით, ჯერ კიდევ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. "გირჩს"  კი  კონკრეტული პირობები აქვს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში