ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - აშშ-ის საელჩოს განცხადება და შეფასებები

04 იანვარი 2022, 15:03 886 ნახვა

ეს არის არასამართლიანი და არასწორი შეფასება - აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელმაც ასე აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მმართველმა პარტიამ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით   ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ხოლო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებმა ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას.

''ქართული ოცნების'' ლიდერს მიაჩნია, რომ ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ,ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკა მეგობარ ქვეყნად დარჩეს. ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის კი დიპლომატიური მისიის ეს შეფასება ნიშნავს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზეა.

აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც,  რომელსაც ახლა პრეზიდენტის იმედადაა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში