გაწმენდითი სამუშაოები

05 იანვარი 2022, 11:50 1010 ნახვა

ქედაში მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ გეგელიძეებისა და ჯალაბაშვილების საავტომობილო გზებზე.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ მეწყრული კერები მცირეა და მიწის მასას მალე გაწმენდენ. ქედაში სოფელ მეძიბნაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად კვლავ ჩაკეტილია საავტომობილო გზა, რომელიც საფრთხეს ამავდროულად საცხოვრებელსაც უქმნის.

აღნიშნულ ლოკაციაზე გეოლოგების შესწავლას ელოდებიან. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოში გზის გაწმენდის პროცესში16 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევში 12, ქედაში 6, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე სასოფლო გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში