დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები

05 იანვარი 2022, 11:51 1422 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან აღარ თოვს. პრობლემატურ ზონებად რჩება მაღალი ზონის სოფლები, სადაც  გვიან  ღამემდე  თოვდა.  

გადაადგილება გართულებია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. ხულოს დაბასა და სოფლებთან მისასვლელი გზების ნაწილი გაწმენდილია.

ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები დარჩენილია მხოლოდ ერთეულ  სოფლებში შუახევსა და ხულოში.

უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევში , ხიჭაური-ნაღვარევის ცენტრალურ გზაზე.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში