დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები

05 იანვარი 2022, 14:07 1159 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან აღარ თოვს. პრობლემატურ ზონებად რჩება მაღალი ზონის სოფლები, სადაც  გვიან  ღამემდე  თოვდა.  გადაადგილება გართულებია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც. დაბა ხულოსა  და სოფლებთან მისასვლელი გზების ნაწილი გაწმენდილია. ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები დარჩენილია მხოლოდ ერთეულ  სოფლებში შუახევსა და ხულოში.

დიდთოვლობის გამო შიდა საუბნო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია შუახევშიც. იმის გამო, რომ  გუშინ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა,  სოფლებში ხელახალი გაწმენდითი სამუშაოები გახდა აუცილებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის  წარმომადგენლის ინფორმაციით,  ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა ხვალ დასრულდება.  შუახევში დღეს მეწყრული პროცესიც განვითარდა. მიწის მასა ხიჭაური-ნაღვარევის ცენტრალურ გზაზე ჩამოიშალა.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის  ტერიტორია გაწმენდილია და გადაადგილება შეზღუდული არ არის. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში