აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

06 იანვარი 2022, 10:08 891 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აქვთ. „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ერთობლივი განცხადების დროს ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

ანალენა ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით ევროკავშირსა და აშშ-ს ერთიანი პოზიცია აქვთ, თუმცა არ განუმარტავს კონკრეტულად რა სანქციებს დაუწესებს გერმანია რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში