სატელეფონო საუბარი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან

06 იანვარი 2022, 12:00 864 ნახვა

რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით - ამ საკითხებზე ისაუბრეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და  აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სატელეფონო საუბრისას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას, ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში