სომხეთი ყაზახეთში სამშვიდობოებს აგზავნის

06 იანვარი 2022, 12:00 1030 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს  აფასებს. მან სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.

„ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები“, – განაცხადა ფაშინიანმა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში