ქვათაცვენა საავტომობილო გზის ზამლეთის მონაკვეთზე

06 იანვარი 2022, 11:08 1336 ნახვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზის ზამლეთის მონაკვეთზე გვიან ღამით ქვის ლოდები ჩამოიშალა. მოძრაობა  ცალმხრივადაა შესაძლებელი. როდის აღდგება მოძრაობა სრულად უცნობია,  საგზაო დეპარტამენტში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.  

დაზიანებული და მოყინული გზის გამო დაბალი  გამავლობის  ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხულო- გოდერძის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. 

რაც შეეხება მაღალმთიანეთში შიდა სასოფლო გზებს,  აქ თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.  ორი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა გადაადგილების მხრივ შეფერხებები შექმნა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა, დღეის მდგომარეობით, სამუშაოებში ჩართულია 16  ერთეული ტექნიკა.

ამ დროისთვის ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია  შუახევში, სოფელ ნაღვარევში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში