ჟენევის მოლაპარაკებები

09 იანვარი 2022, 15:30 1326 ნახვა

რამდენიმე საათში ჟენევა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი იქნება. აშშ-სა და რუსეთის დიპლომატები ხვალ მოლაპარაკებისთვის შეიკრიბებიან. უკრაინის ოკუპაციის გარდა ამერიკელი და რუსი დიპლომატები კრემლის მხრიდან წამოყენებულ წინადადებებსაც განიხილავენ. ოკუპანტი ქვეყანა ვეტოს გამოყენებას ითხოვს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე.

რუსეთს სურს, საერთოდ უარი ითქვას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე. აღნიშნულ საკითხებს შეეხებიან ბრიუსელში, 12-13 იანვარს, სადაც ნატო-რუსეთის სხდომაა დაგეგმილი. საქართველოში ელოდებიან როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის ულტიმატუმზე, თუმცა ოპოზიცია აქვე ამბობს რომ დიდი მოლოდინი არ აქვთ, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გამქრალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში