ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში - პოლიტიკური შეფასებები

11 იანვარი 2022, 12:03 1089 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში განხორციელებულ  ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნის.

ექნება თუ არა ამას გავლენა ოპოზიციური სპექტრის სამომავლო გეგმებზე - ამაზე ოპოზიციაში არ საუბრობენ, ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები პარტიის შიდა საქმეა.

რაც შეეხება მართველი გუნდის შეფასებას, ისინი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებებს, შიდა პარტიულ დაპირისპირებას უკავშირებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ ოპონენტებს პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით პრობლემები აქვთ.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია გუშინ კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა, გენერალური მდივნის პოზიცია კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში