ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და რიგები ტესტის ასაღებად

11 იანვარი 2022, 12:06 1070 ნახვა

აჭარაში ბოლო 2 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებული ორი ორსული გარდაიცვალა. მნიშვნელოვნად გაზრდილია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონშიც.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კოვიდ ვითარება უახლოეს დღებში კიდევ უფრო გართულდება.

გაზრდილი ინფიცირების შემთხვევებს კი  ახალი წლის დღეებს და შეკრებებს უკავშირებენ. ბოლო დღეებში ტესტის ასაღებად რიგებია.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ექიმები ამბობენ, რომ ბუსტერ დოზა ახალი მუტირებული შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ სპეციალისტების მოწოდება კვლავ იმუნიზაციის გააქტიურება და სხვა რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში