კოვიდვითარება მძიმდება

11 იანვარი 2022, 20:10 1140 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია, სპეციალისტები კი პიკს თებერვალში ელიან და მრავალციფრიან ნიშნულს პროგნოზირებენ.

ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა გაზრდილი არ არის, თუმცა ტესტის ასაღებ ობიექტებთან გრძელი რიგებია, ყოველდღიურად ჩატარებული ათასობით ტესტი ათასობით ინფიცირებულს ავლენს.

იმისათვის კი რათა კოვიდმიმღებ განყოფილებებში მედიკოსთა რესურსი არ ამოიწუროს, იმუნიზაციის ტემპების გააქტიურებაა აუცილებელი სპეციალისტთა მოწოდებით.

ამბობენ, რომ ბუსტერ ანუ მესამე დოზით აცრა „ომიკრონის“ შტამისგან 70-%-ით იცავს, რომლის 1000 - მდე შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში, თუმცა არ არის გამორიცხული სადღესასწაულო დღეების მობილობებმა, ომიკრონით ინფიცირებულების რიცხვიც საკმაოდ გაზარდოს, სპეცილიასტები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ მალე „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ შტამს.

ინფიცირებულთა რაოდენობით ბოლო პერიოდია, აჭარამ თბილისის შემდეგ, ისევ მეორე ადგილი დაიკავა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში