ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

16 დეკემბერი 2016, 00:00 3224 ნახვა

დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა დღეს ქალაქის საკრებულომიპირველი 4 საკითხი საკრებულოს ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას ეხებოდა, კერძოდ მოხდა იმ დეპუტატების ახლით ჩანაცვლება, რომლებმაც 2016 წლის არჩევნების შედეგად უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლეს. რესპუბლიკელი ზაურ ახვლედიანი ლარისა ანდღულაძემ ჩაანაცვლა, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიორგი ცინცქილაძე  დიმიტრი ჭიშვილმა შეცვალა, ქართული ოცნებიდან ირაკლი ჭიშვილის ნაცვლად პარმენ მგელაძე იქნება, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კვოტით დავიტ თედორაძე პარმენ ხვედელიძემ შეცვალა.საკრებულომ დღეს ასევე განიხილა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარგებლობაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების პრივატიზებისა და განკარგვის უფლების ღირებულების საკითხი. ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა.

ამავე კატეგორიაში