ჯანდაცვის ახალი პროგრამები 2022-ში

12 იანვარი 2022, 20:06 1089 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს ძვლის ტვინის ჰაპლოიდურ ტრანსპლანტაციას დაუფინანსებს.

ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება საქართველოს კლინიკებში ხორციელდება და ბიუჯეტიდან მკურნალობისთვის 180 ათასი ლარი გამოიყოფა. 

პროგრამა წელს გაფართოვდა და პირველად ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის ხარჯებს დაფარავს.

აქამდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის აუტოლოგიური და ალოგენური ტრანსპლანტაციას აფინანსებდა. პროგრამით 2019 წლიდან 25-მა პაციენტმა ისარგებლა.

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დაფინანსება ექიმთა კონსიულიუმის დასკვნის წარდგენის საფუძველზე გაიცემა, პროგრამის ბიუჯეტში კი ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდული არ არის. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში