ომიკრონის ექსპანსია დაჩქარდა

12 იანვარი 2022, 20:08 1277 ნახვა

საქართველოში „ომიკრონის“ შტამი დღითიდღე ძლიერდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისში მეექვსე ტალღის პიკზე ვირუსის ახალმა ვარიანტმა ძველი მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს.

ჯანდაცვის უწყებისთვის  მთავარია ერთბაშად არ მოხდეს შემთხვევების მატება და ეს იყოს დროში გადავადებული პროცესი, რომ სისტემაზე ზეწოლა არ იყოს უეცარი.

იქნება თუ არა საჭირო დაკეტილი საველე ჰოსპიტლის გახსნა - სპეციალისტებს ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ აქვთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ამბობენ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა და აცრის გაკეთება, 2-ჯერ ვაქცინირებულებისთვის კი ბუსტერ დოზის გაკეთება.

ვაქცინაციის მაჩვენებელმა ამ ფონზე აჭარაში უმნიშვნელოდ მაინც მოიმატა, კოვიდტესტის ამღებ ლაბორატორიებთან კი გრძელი რიგებია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში