ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამირან გამყრელიძისგან მოისმინა.
უწყების ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.