თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში ხვალ პრემიერაა

13 იანვარი 2022, 14:19 1014 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი პრემიერისთვის ემზადება.  დილიდან მარიონეტული სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

ეგზიუპერის ყველასათვის საყვარელ ნაწარმოებს ,,პატარა პრინცს’’  მსახიობები მარიონეტების ენით გადმოსცემენ.  საპრემიერო ჩვენება ხვალ,  13:00- დან დაიწყება. ასევე იქნება სპექტაკლი 15:00,  17:00  და  19:00 საათებზე. 

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ხვალ თეატრში მარიონეტული სივრცე გაიხსნება, რომელიც თოჯინების თეატრის პირველ სართულზე, ისტორიული აივნის მიმდებარედ მოეწყო.

პრემიერაზე დასწრება თავისუფალია,  ბავშვებსა და ზრდასრულებს კი დამატებით  მწვანე ბარათი  მოეთხოვებათ.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში