''ვითხოვთ საკრებულომ სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა'' - ენმ-ის ბრალდება და ქართული ოცნების პასუხი

13 იანვარი 2022, 14:52 1098 ნახვა

პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია ბათუმის მერიაში. ქალაქის მერი შვებულებაშია.  ენმ კი სწორედ  არჩილ ჩიქოვანის სამსახურში  მისვლას ითხოვს,  საკრებულომ  კი დაუყოვნებლივ  დაიწყოს მუშაობა პრობლემატურ საკითხებზე.  

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის ცვლილებაში, რადგან ბიუჯეტი მეტად ორიენტირებული იყოს მოქალაქეებზე. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები სამ საკითხს ასახელებენ, რომელზეც  გადაუდებელია მუშაობის დაწყება.

ეს არის: ავარიული სახლები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ასევე მგზავრობის გაზრდილი ტარიფი.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ  მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა, რომ  ეს არის მძღოლების თვითნებობა, რომელსაც რეაგირება მოჰყვა.  

რაც შეეხება ავარიულ სახლებს, თქვეს, რომ შექმნილია საბჭო და კომისია ყველა განცხადებაზე ინდივიდუალურად მსჯელობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში