მძიმე ეპიდვითარება

14 იანვარი 2022, 12:11 2924 ნახვა

ომიკრონ შტამი რამდენიმე დღეში ქვეყანაში სრულად დომინანტური იქნება. ფიქსირდება უკვე რეინფიცირების შემთხვევები.

ახლა ჯანდაცვის სექტორის  მთავარი საზრუნავია არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც  ფაქტია ომიკრონის კლინიკური მიმდინარეობის გამო ყველაზე დიდი დატვირთვა ექნება. 

პირველადი კვლევების საფუძველზე ექიმები გვაიმედებენ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამი ფილტვებს არ აზიანებს, თუმცა ქართველი  მედიკოსების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ "ქვეყანაში გვექნება ძალიან დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, რაც ნიშნავს მაღალ ჰოსპიტალიზაციას, მაღალი ჰოსპიტალიზაცია კი მაღალ ლეტალობას.

ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში ასეთი ეპიდვითარების მიუხედავად შეზღუდვები ჯერ არ მოქმედებს, სავალდებულოა მხოლოდ პირბადის ტარება, რაზეც ჩანს, რომ აღსრულების მექანიზმის გაძლიერებაა საჭირო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში