გასაუბრება ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან

14 იანვარი 2022, 15:03 1065 ნახვა

15 წუთი ცესკოს ინსტიტუციის ტრანსფორმაციისა  და განვითარებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებისთვის და სამომავლო  მიზნებისთვის - ეს დრო ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის მსურველებს იმისთვის, რომ საკუთარი ხედვა გაეცნოთ  კომისიის წევრებისთვის კონკურსის მიმდინარეობისას.

ამ პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. მათგან ნაწილს საარჩევნო  ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.  მათ შორისაა გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ცესკოს  მოქმედი ხელმძღვანელია, მისი კონკურენტია ერთ-ერთი საოლქო კომისიის თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც კანდიდატებმა საუბარი დაასრულეს, კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხეს, რომელთა შორისაც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დასმული კითხვა იყო. დღესვე უსმენენ ცესკოს კომისიის წევრობის მსურველებსაც. 

როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი კონკურსანტებს და  რატომ თქვა უარი სამოქალაქო სექტორის ნაწილმა უარი კომისიის წევრობაზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში