დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

16 იანვარი 2022, 12:30 2653 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში. ქედის მაღალი ზონის სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. დაბალ ზონაში კი 60 სანტიმეტრია. შეფერხებულია გადაადგილება გზებზე. ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თოვლმა პრობლემები შექმნა ხულოშიც.

გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. თოვლისაგან იწმინდება ბათუმში- ახალციხის საავტომობილო გზა.

ამ დროისთვის კურორტი გოდერძის მიმართულებით გადაადგილება რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

1 მეტრს აღწევს თოვლის საფარი შუახევშიც. აქაც პრობლემა შეიქმნა გადაადგილების მხრივ. თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს შეფერხებულად მიეწოდება ელექტრო ენერგია. ენერგო პროს მობილური ჯგუფები დაზიანების ადგილებში მუშაობენ და მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს დროში აღდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში