სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

17 იანვარი 2022, 10:25 5058 ნახვა

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა.

სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

ბათუმის საჯარო სკოლებში დღეს, მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში  გამოცხადება დაბალია. უწყების ცნობით, მასწავლებლები სკოლიდან დაუკავშირდებიან მოსწავლეებს და ჩაუტარებენ ონლაინგაკვეთილებს ან ტელეფონით აუხსნიან დავალებებს. სკოლის ადმინისტრაცია კი მასწავლებლის ონლაინ ჩართულობას აღრიცხავს. 

სწავლის განახლებამდე ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდათ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში